"მართლმადიდებლობას კბილებით რომ იცავთ, იცით დიდი წმინდანი, მოსე შავკანიანი რომ იყო?!"

"მართლმადიდებლობას კბილებით რომ იცავთ, იცით დიდი წმინდანი, მოსე შავკანიანი რომ იყო?!"

ნიგერიელი ჯავე ანდეირუ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, როგორც თვითონ ამბობს, მის ოჯახს იმდენი საშუალება არ ჰქონდა, რომ ევროპაში წასულიყო განათლების მისაღებად და სასწავლებლად აქ ჩამოვიდა. ჯავემ ჩვენთან სხვა რასის წარმომადგენლების მიმართ არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრა:

ჯავე ანდეირუ:

- ერთი წელია საქართველოში ვცხოვრობ. როდესაც მოვდიოდი, საქართველოზე ინფორმაციას გავეცანი და თითქმის ყველგან ეწერა, რომ თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულ პატივს სცემს სტუმრებს, ამიტომ შიში, რომ აქ ვინმესგან შეურაცხყოფას მივიღებდი არა მქონია, საუბედუროდ, შევცდი, ასევე შეცდნენ ჩემი მეგობრები.

- შეცდომაში კონკრეტულად რას გულისხმობ?

- ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი დამცირების გადატანა მოგვიწია.

- იქნებ კონკრეტული ფაქტები მოგვიყვე?

- შარშან ჩემი მეგობარი ქუთაისში 4 ახალგაზრდამ ისე სცემა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, არავინ დააკავეს, მეტიც, ცემის ფაქტს შეესწრო სასწავლებლის დაცვა, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი გოგონა, სილამაზის სალონში წავიდა და მომსახურებაზე უარი უთხრეს, არადა, სულ იქ დადის, როდესაც უარის მიზეზით დაინტერესდა, მენეჯერმა უთხრა, რომ სხვა მომხმარებლები მის გამო სალონში აღარ შემოდიოდნენ. იცით, რა მიკვირს, როდესაც ევროპელობაზე დებთ თავს და გწყინთ, რომ ევროპა არ გაღიარებთ, იმაზე არ ფიქრობთ, ასეთი ფაქტებით ევროპას უფრო და უფრო, რომ შორდებით?!

- რასიზმი არც ევროპისთვისაა უცხო...

- დიახ, მაგრამ იქ რომ სალონში ასეთი ფაქტი მომხდარიყო მეორე დღეს ან უფლებადამცველი საზოგადოება უჩივლებდა, ან საზოგადოება პროტესტის ნიშნად აღარც შევიდოდა და საერთოდ დაიკეტებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია