"ერთიანი კვერცხისებური მოძრაობა" - ვისგან ერგოთ მორიგი უხამსი მეტსახელი "ნაციონალებს"

"ერთიანი კვერცხისებური მოძრაობა" - ვისგან ერგოთ მორიგი უხამსი მეტსახელი "ნაციონალებს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" "ერთიანი კვერცხისებური მოძრაობა" უწოდა. დეპუტატმა ყოფილი მმართველი გუნდი ამგვარად "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" მოიხსენია, სადაც პოლიტიკური დებატები "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ აქციების გახშირებულ მოწყობასა და მათთვის კვერცხების სროლის თემაზე მიმდინარეობს.

"არ შეიძლება ამდენი დემაგოგიის მოსმენა. ხალხი უარესს რომ არ აკეთებს, ის მიკვირს. ერთადერთი, რაც მათ მინდა შევეხვეწო ისაა, რომ უარესი არ გააკეთონ, თორემ რამენაირად ერთიანი კვერცხისებური მოძრაობა აიტანს კვერცხების სროლას, თუმცა, ამას არ ვიწონებ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

აღნიშნულს დებატებში მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: "კვერცხის ლაპარაკი და კაკანი მესმის". ამასთან, ბობიხიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმის თქმა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე გახშირებულ თავდასხმებს ემიჯნებიან, საკმარისი არაა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა