"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად

"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბავ­შ­ვი­სთ­ვის რძე შე­ვი­ძი­ნე. შინ რომ მი­ვი­ტა­ნე და ავა­დუ­ღე, რძე აიჭ­რა და მი­სი გა­დაქ­ცე­ვა მო­მიხ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს ეს მო­ვუ­ყე­ვი, საყ­ვე­დუ­რიც ვუთხა­რი და თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც მოვ­თხო­ვე, მან კი, აქეთ შე­მო­მი­ტია და შე­უ­რაცხ­ყო­ფა მო­მა­ყე­ნა: რა ვი­ცი, იქ­ნებ ტყუ­ილს ამ­ბობ და ჩემ­თ­ვის ფუ­ლის და­ცინ­ც­ვ­ლა გინ­დაო... (?!) - ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი!

მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩემ­მა ნაც­ნობ­მა მი­ამ­ბო, ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გა­დახ­დე­ნია. ჩვენს სა­ვაჭ­რო ქსელ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ეჭ­ვო ხა­რის­ხ­ზე არა­ერ­თ­გ­ზის თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, გა­მო­ნაკ­ლისს არც რძის პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს. უფ­რო მე­ტიც - რამ­დე­ნი­მე თვის წინ "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა" მო­რი­გი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: რძის პრო­დუქ­ტე­ბის 15 სა­ხე­ო­ბი­დან 10 ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ახ­ლა­ხან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე შე­ის­წავ­ლა და კვლავ უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნა.

ლია თო­დუა, "ცენ­ტ­რის" პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

- მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ბევ­რ­ჯერ მოგ­ვ­მარ­თეს თხოვ­ნით, რომ ქარ­თუ­ლი ფირ­მე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რძე შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძალ­ზე მწი­რია, ამი­ტომ, ამ თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კარ­გა ხანს ვერ შევ­ძე­ლით. ცო­ტა ხნის წინ ერთ-ერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რია დაგ­ვ­თან­ხ­მ­და, რომ რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და ჩვენც და­ვიწყეთ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის კვლე­ვა: შე­ვი­ძი­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ეტი­კე­ტი­დან გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ ეს პრო­დუქ­ტე­ბი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, ასე­თი პრო­დუქ­ტი კი ნამ­დ­ვი­ლი რძე არ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ნამ­დ­ვილ რძე­ში რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა 100% უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის რძე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ კრძა­ლავს ისე­თი პრო­დუქ­ტის "რძის" სა­ხე­ლით გა­ყიდ­ვას, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტია, და­ნარ­ჩე­ნი კი - გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ფირ­მე­ბი რძეს ამ­ზა­დე­ბენ იაფ­ფა­სი­ა­ნი რძის ფხვნი­ლი­სა­გან, რო­მელ­საც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ. ამის გა­მო მწარ­მო­ე­ბელს ე.წ. რძის გა­მოშ­ვე­ბა შე­და­რე­ბით იაფი უჯ­დე­ბა, მყიდ­ვე­ლი კი - ზა­რალ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, რძის პრო­დუქ­ტ­ზეც იგი­ვე უნ­და ვთქვა: სა­მი­ო­დე თვის წინ შე­ვა­მოწ­მეთ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ცია - ხა­ჭო, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ეტი­კე­ტე­ბი შე­მოწ­მ­და. თხუთ­მე­ტი სა­ხე­ო­ბი­დან ათის ეტი­კეტს ეწე­რა, რომ მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და - ეს არ გახ­ლ­დათ ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ, მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი ხუ­თი შე­ვა­მოწ­მეთ და მხო­ლოდ ეს ხუ­თი იყო ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი.

უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს თუ არა მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი "რძე" ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე? - რა­საკ­ვირ­ვე­ლია. იაფ­ფა­სი­ა­ნი ცხი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ "რძე­ში­ა" გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სარ­გებ­ლო, რად­გან შე­საძ­ლოა, მათ­ში მა­ღა­ლი იყოს ე.წ. ტრან­ს­ცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ძალ­ზე სა­ზი­ა­ნოა. არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მოქ­მ­ნი­ლი ტრან­ს­ცხი­მე­ბი მთლი­ა­ნად უნ­და ამო­ვი­ღოთ მოხ­მა­რე­ბი­დან.

ამა­ვე მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს სურ­სა­თის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძეც:

- რძი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტის სა­ხე­ლით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი რძის ცხი­მი­სა­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა რო­გორც რძეს, ასე­ვე კა­რაქს, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს და ა.შ. არა­ჟა­ნი რძის ცხი­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ? - "ა­რა­ჟა­ნი" აწე­რია, მაგ­რამ მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რომ­ლის ეტი­კეტს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია "კა­რა­ქიც" და "სპრე­დიც" - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ცნე­ბაა. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, ხო­ლო კა­რა­ქი - რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვის­გან შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი უჭირთ, ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნონ რძის პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხ­ში გე­მოს, სუ­ნის ან ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც ეს პრო­დუქ­ტე­ბი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ჩვენ­თან კი ეს წე­სი ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ირ­ღ­ვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღ­ვე­ვა მომ­ხ­მა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც. არა­ჟანს, ხა­ჭოს ან მა­წონს, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი ან სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა, რძის პრო­დუქ­ტი ეწო­დოს. ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ რომ მი­ი­ღოს, არა­ფე­რი და­უ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ კა­რა­ქის მა­გივ­რად ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, რის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბა და ხა­რის­ხი?

- რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავს ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც ის თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლ "რძეს" კი არ შე­იძ­ლე­ბა რძე ვუ­წო­დოთ - ეს არის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. სა­გან­გა­შო ფაქ­ტია, რო­დე­საც რძე­ში მხო­ლოდ 5,6 ან 10%-ია რძის ცხი­მი, და­ნარ­ჩე­ნი კი - არა­ვინ იცის - რა. სა­ერ­თოდ, მწარ­მო­ე­ბელ­მა ფირ­მამ პროდუქტის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე ზედ­მი­წევ­ნით უნ­და მი­უ­თი­თოს, რად­გან არ­სე­ბობს ორ­გ­ვა­რი ფალ­სი­ფი­კა­ცია - ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცია არა­ნაკ­ლებ სა­ზი­ა­ნოა პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ად­გი­ლი აქვს მა­შინ, რო­დე­საც სპრედს აწე­რია "კა­რა­ქი" და მომ­ხ­მა­რე­ბელს ის ნამ­დ­ვი­ლი კა­რა­ქი ჰგო­ნია. წარ­მო­ე­ბი­დან მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე ნე­ბის­მი­ერ­მა საკ­ვებ­მა პრო­დუქ­ტ­მა უნ­და გა­ი­ა­როს ყვე­ლა რგო­ლი, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, პრო­დუქ­ტი თა­ვი­დან ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ არ შე­ი­ნა­ხონ შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში და მან მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­წამ­ვ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ჩვენ­ში ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის. ამი­ტო­მაც გვსურს, რომ ქვე­ყა­ნა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტ­რო­ლი გამ­კაც­რ­დეს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ: რო­დე­საც რძეს, კა­რაქს, არა­ჟანს, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­სა­ხე­ლე­ბის რძის პრო­დუქტს ყი­დუ­ლობთ, გულ­დას­მით უნ­და წა­ი­კითხოთ, რა აწე­რია მას ეტი­კეტ­ზე, გა­ეც­ნოთ მის შე­მად­გენ­ლო­ბას. ასე­ვე გულ­დას­მით უნ­და და­აკ­ვირ­დეთ შე­ნახ­ვის ვა­და­სა და იმას, თუ რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხა­ვენ ამ პრო­დუქ­ცი­ას. თუ რძე ან რძის პრო­დუქ­ტი ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი და უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ, მა­ღა­ზი­ას უკან და­უბ­რუ­ნოთ და და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის ანაზღა­უ­რე­ბა მოს­თხო­ვოთ - ეს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით გაქვთ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი! ეცა­დეთ, რძის პრო­დუქ­ტე­ბი მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხოთ, რად­გან მა­თი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ჩე­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია