სააღდგომოდ იერუსალიმიდან ღვთაებრივ ცეცხლს ჩამოიტანენ

სააღდგომოდ იერუსალიმიდან ღვთაებრივ ცეცხლს ჩამოიტანენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლის წევრებიც იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ.

როგორც სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და მისი მონაწილეობით იერუსალიმში მომლოცველთა ჯგუფი მიემგზავრება, რომლებიც ღვთაებრივ, ზეციდან გადმოსულ ცეცხლს ჩამოიტანენ.

ქადაგებამდე კი უწმინდესმა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულა.

უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 20 აპრილს აღინიშნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია