"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!

"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!

როგორც შეგპირდით, "კვირის პალიტრა" გაზეთის ამ ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში მოთავსებულ ჰიმალაის კედრის თესლს საჩუქრად გთავაზობთ. ერთი წლის შემდეგ რედაქცია ერთგულ მკითხველებთან ერთად კედრის ტყეს გააშენებს!

როგორ დავთესოთ კედარი და როგორ მოვუაროთ აღმოცენებულ ნარგავს, ამას სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის მეცნიერ-სპეციალისტი როსტომ მათურელი ფოტოინსტრუქციის მეშვეობით განმარტავს.

კედრის დათესვის წესი მოცემულია ფოტოინსტრუქციაზე:

1. ამ საქმისთვის დაგჭირდებათ ყვავილების მიწა, რომლის შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. თუმცა შეგიძლLიათ ცოტაოდენი მეტნაკლებად ნოყიერი მიწა ეზოში ან რომელიმე სკვერშიც აიღოთ. კარგი იქნება, თუ მიწას ცოტა ნაკელსაც შეურევთ.

თუ ქოთანი არ გაქვთ, შეგიძლიათ სხვა საშუალო ზომის ჭურჭელი, თუნდაც პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა გამოიყენოთ, ოღონდ ძირის გახვრეტა არ დაგავიწყდეთ.

2. გთხოვთ, თესლი ფრთხილად ამოიღოთ პაკეტიდან და მიწით სავსე ქოთნის (ან სხვა ჭურჭლის) შუაგულში ჩადოთ.

3. დასათესად თითის დაჭერაც კმარა. თესლის მიწაში ღრმად დაფლვა საჭირო არ არის (დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე).

4. ნათესს ზემოდან მიწის თხელი ფენა მოაყარეთ და მორწყეთ.

ყურადღება! კედრის თესლი სანამ გაღვივდება, მიწა რომ გაშრება, ცოტაოდენი წყლით მორწყეთ ხოლმე. როდესაც ღერო ამოიწვერება, კვირაში ორჯერ მორწყეთ მსუბუქად. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, გაფრთხილდით! - წყლის სიჭარბე საზიანოა.

ასევე შეგიძლიათ ქოთანს ქვემოდან დაუდოთ წყლიანი ლანგარი - მცენარე იმდენ სითხეს შეიწოვს, რამდენიც დასჭირდება. გაითვალისწინეთ, ლანგარზე წყალი სულ უნდა ესხას.

აღმოცენებამდე მნიშვნელობა არ აქვს, ქოთანი მზეზე იდგება თუ ჩრდილში, ოღონდ თბილ ადგილას უნდა იყოს. მაგრამ უკვე ამოწვერილი ღერო ზაფხულში შუადღის მწველ მზის სხივებს მოარიდეთ. დამდეგ ზამთარს კედარი აივანზეც გადაიტანს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე:

- თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

- "თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

- შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

- არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია