თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება მთაწმინდის რაიონს. კერძოდ, რუსთაველის გამზირის, სამაიას ბაღის, ვერეს დაღმართის, რესპუბლიკის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სარაჯიშვილის III ჩიხის, ასათიანის, საქანელას, 8 მარტის, ძმები კაკაბაძეებისა და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ტაბიძის, ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეიზღუდება სამგორის რაიონშიც. კერძოდ, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის შესახვევის, ქიზიყის, ენუქიძის, ორხევის, უცნობის და მებაღეობის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს. კერძოდ, მახათას შესახვევის, ალადაშვილის, დმანისის, ფაბრიციუსის და მთავარანგელოზის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტროენერგია გაითიშება საბურთალოს რაიონშიც. 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირისა და 26 მაისის მოედნის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში კი 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.