ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ

ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის დასკვნის ნახვის შესახებ პროკურატურიდან უარი მიიღეს. ენდელაძეებს წერილი, რომელსაც ხელს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი აწერს, 12 აპრილს ჩაბარდათ.

როგორც გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე ამბობს, წერილში წერია, რომ ექსპერტიზის დასკვნის ნახვის უფლება, მხოლოდ ბრალდებულს და მის ადვოკატს აქვთ. მისივე თქმით, მათ ექსპერტიზის პასუხს შეგნებულად უმალავენ. "ვიდრე ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ყოველდღე ვაკითხავდი ადიგენის რაიონულ სამმართველოს. უფროსი ირაკლი ქირია და მოადგილე აკაკი ფხიკიძე მპირდებოდნენ, რომ როგორც კი მოვიდოდა დასკვნა, მაშინვე მაჩვენებდნენ", - ამბობს აბუთიძე.

ნაზი აბუთიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ შსს-ში. "ადიგენის სამმართველოს თანამშრომლებმა ნამდვილად დაურეკეს ენდელაძეებს, რომ პასუხი მზად იყო, მაგრამ მათ ეს დასკვნა ხელში არ ჰქონდათ, პასუხი მაშინვე თბილისში დარჩა ექსპერტული კომისიის განსახილველად. ამიტომ სამმართველოს წარმომადგენლები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ვერ ეტყოდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას გაჩვენებთო", - ამბობენ შსს-ს პრესსამსახურში.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ