ახლოვდება დღე, როდესაც მოსწავლეთა სკოლებში რეგისტრირება დაიწყება.
ბევრ მშობელს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, თუ რომელ სკოლას ანდოს შვილის განათლება.
ვინაიდან, ჩვენს მკითხველს შორის ბევრი მშობელია, გთხოვთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილება. დაწერეთ მიზეზები, რის გამოც მოგწონთ, ან არ მოგწონთ სკოლა, რომელშიც თქვენი შვილი სწავლობს. ვგულისმობთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლას.
ველით თქვენს გამოხმაურებას კომენტარების სახით და აგრეთვე თქვენს აქტივობას გამოკითხვაში.