რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში

რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში

რამდენიმე დღის წინ ვანში მამაკაცმა თავი მოიკლა, რადგან საკუთარი შვილის ოპერაციისათვის საჭირო ფული ვერ იშოვა. გარდაცვალებამდე დატოვა წერილი, სადაც დაწერა, რომ დაკრძალვაზე შემოსული ფულით შვილისათვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ოპერაციისთვის საკმარისი თანხა 2100 ლარს შეადგენდა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინიტროს მორიგი ბანკეტი 13 500 ლარი დაუჯდა. მხოლოდ ბატკნის ბარკალი, რომელიც ქონდარში იყო დამარინადებული 1452 ლარი, ხოლო თევზის ასორტი 1716 ლარი დაჯდა (ალბათ "მობი დიკის" სუკები იყო).

ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებულია, რომ სტუმარს საპატივსაცემო ბანკეტს უმართავენ და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა 2-3 წლის წინ მიტინგებს მართავდი და იმდროინდელ ხელისუფალს ლანძღავდი ბანკეტებში ფულის ხარჯვის გამო, მინიმუმ იმაზე ნაკლები მაინც უნდა დახარჯო, ხოლო თუ შენც ბანკეტების და ჭამა-სმის გამო გინდოდა ხელისუფლებაში ყოფნა, თავიდანვე გეთქვა, გეთხოვა, თავი შეგეცოდებინა და იქნება იმაზე მეტს მოეცა ხმა ვიდრე მოგცეს.

შეიძლება ეს ფული 100 ანდაც 200 კაციანი დელეგაციის გასამასპინძლებლად დაიხარჯა და დეტალ-დეტალ რომ დავთვალოთ, შეიძლება იაფიც კი გამოვიდეს, მაგრამ დალოცვილო, ქონდარში დამარინადებულ ბატკანში რომ 1400 ლარი არ გადაიხადო და მხოლოდ ბატკნის მწვადით გახვიდე ფონს, გულზე დაგადგება?!

მინისტრობა მხოლოდ კაბინეტიდან-კაბინეტში სიარული არაა. ათასში ერთხელ იმ ხალხის პრობლემაც რომ გაიგოს მინისტრმა (და ზოგადად სამინისტრომ) ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში, ცუდი ნამდვილად არ იქნება და იქნებ ისეთი ტრაგედიაც აღარ დატრიალდეს ხოლმე, როგორიც ვანში მოხდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა