Ambebi.ge გთავაზობთ მასალებს ფატალურად დამთავრებული სიყვარულის შესახებ; იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ეჭვიანი მამაკაცი დაუნდობელი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად უყვარდა. დღეს ორ ისტორიას შემოგთავაზებთ.
"65 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა და სახლი გადაწვა"
საგარეჯოში 65 წლის სულიკო ხ.-მ მისივე ასაკის მეუღლე სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს. კაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და ელოდებოდა, როგორ დაიწვებოდა სიკვდილისპირას მყოფი ქალი. ცოლის გარდაცვალების მიზეზად ხანძარი უნდა დასახელებულიყო, თუმცა მისმა გეგმამ ვერ გაამართლა. მეზობლებმა, რომლებიც დასახმარებლად გაემართნენ, შემთხვევის ადგილზე 65 წლის თავგადახეთქილი ქალი ნახეს, რომელიც შველას ითხოვდა. იქვე, კუთხეში მდგარი ქმარი კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა. ქალს მძიმე ჭრილობები თავის არეში შეშის ნაჭრით ჰქონდა მიყენებული. სულიკო ხ.-მ მეზობლების დანახვისას თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა და მუცლის არეში დანით მსუბუქი ჭრილობა მიიყენა. ცოლ-ქმარი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობელი ჰყვება: "ცეცხლის კვამლზე გამოვედით. ცოლ-ქმარი ზოგადად ჩაკეტილად ცხოვრობდა, იშვიათად კონტაქტობდნენ მეზობლებთან. თვითონ ძალიან გაფუჭებული კაცი იყო, მაგრამ ცოლს ამბავი გარეთ არ გამოჰქონდა, ეშინოდა და იმიტომ. უვარგისი კაცი იყო, მაგრამ ასეთ რაღაცას მაინც არ ველოდით. შვილებთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ორი ვაჟი ჰყავს და ორივე იძულებული გახადა, სახლიდან წასულიყო. თვითონ თქვა, ფხიზელი ვიყავიო და არც ნანობდა არაფერს, პირიქით, ამბობდა, ეს კარგა ხნის წინ უნდა გამეკეთებინაო, შეიძლება, ეს ახალგაზრდობისდროინდელი შურისძიება იყო. ასე უთქვამს, ადრე მღალატობდაო. ბავშვების დახოცვაც სდომებია. ამით უნდოდა, შური ეძია ყველაზე. კარგად დაგეგმა ყველაფერი: უთო ჩართო, რადგან ხანძარი გარდაცვლილ ნინოს დაჰბრალებოდა."
ცოლ-ქმრის ბურუსით მოცული მკვლელობა
2012 წლის 3 აპრილს თბილისში, ვაკეში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. საკუთარ ბინაში ცოლ-ქმარი ახლობლებმა დახოცილი იპოვეს. ქალს სამი ტყვია ჰქონდა გულში მოხვედრილი, მამაკაცს კი- ერთი ტყვია მარჯვენა საფეთქელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, 52 წლის ნიკოლოზ მ.-მ "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი, 39 წლის მანანა ზ. უბიაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ბოზურად დაიწყო ჩაცმა და იმიტომ მოვკალი" - ეჭვიანობის გამო მომხდარი მკვლელობები საქართველოში