კვიპროსის ბუფერული ზონა - სამუდამოდ გაჩერებული დრო

კვიპროსის ბუფერული ზონა - სამუდამოდ გაჩერებული დრო

წელს კვიპროსში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან, რომელმაც ქვეყანა ორ ნაწილად გაყო, 40 წელი სრულდება. 1974 წელს კვიპროსის ეროვნული გვარდიის მიერ მოწყობილ ამბოხებას და სახელმწიფო გადატრიალებას, თურქეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა, შემდგომ კი კუნძულის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის, სამოქალაქო ომი მოჰყვა. კონფლიქტში ჩარეულმა გაეროს ძალებმა, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ბუფერული ზონა შექმნეს. მისი სიგრძე 180 კმ-ია და ის კუნძულის მთელს სიგრძეზე გადის. ყელაზე ფართო ადგილში მისი სიგანე - 7,4 კმ, ყველაზე ვიწროში კი 3,3 მ-ია. დემილიტარიზებულ ზონაში შესვლა აკრძალულია. აქ არავინ არ ცხოვრობს. კუნძულის ამ ნაწილში დრო სამუდამოდ გაჩერდა.

მიტოვებული აეროპორტი ნიქოზიაში. ნაგებობამ, რომელიც ერთდროულად 800 მგზავრის და 11 თვითმფრინავის მომსახურებაზე იყო გათვლილი, მხოლოდ 6 წელი იარსება.

ბუფერული ზონის სასაზღვრო ნიშანი, დასახლება პილასთან. ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სოფლებიდანაა, სადაც გაეროს კონტროლ ქვეშ, ერთად ბერძნებისა და თურქების მცირე ჯგუფები ცხოვრობენ.

ბუფერულ ზონაში ათასობით მიტოვებული სახლი დარჩა.

სამოქალაქო ომის დროს, ბერძნებიც და თურქებიც საცხოვრებელ სახლებს საგუშაგოებად და საცეცხლე წერტილებად იყენებდნენ.

იაპონიიდან ავტომობილები Toyota-სთან დადებული კონტრაქტით ჩამოჰყავდათ. 1974 წლის კონფლიქტის შემდეგ, ბევრი სულ ახალი მანქანა, მიტოვებულ სავაჭრო ცენტრში სრულიად უპატრონო აღმოჩნდა.

ღამით განათებული, ჩრდილოეთ კვიპროსის თვითგამოცხადებული თურქეთის რესპუბლიკის დროშა.

კუნძულის ჩრდილო ნაწილში მოსახვედრად, მოქალაქეები საპასპორტო შემოწმებას გადიან. კვიპროსზე 6 ასეთი საკონტროლო გამშვები პუნქტია, რომელთა მეშვეობითაც მოხვედრა კუნძულის მეორე - გაღმა მხარეს შეიძლება. საზღვარზე გადასვლა როგორც ბერძნებისთვის, ასევე თურქებისთვის თავისუფალია.

ბავშვები პარკში, რომლის უკანაც ბუფრული ზონის საზღვარი იწყება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ bigpicture.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

კვიპროსის ტურისტული კონფლიქტი

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?