ავტორი:

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

ორი კვირის წინ, აბსურდული მიზეზით, ვითომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამო ჩაკეტილი ცხინვალის რეგიონის გზა ისევ გაუხსენლია. 10 სექტემბერს ახალგორის ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავმა, სადაც უხსნიდა, რომ მათთვის (და არა მხოლოდ) მიმოსვლის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მათან პასუხი არ მოსულა. კომენტარი არ გაუკეთებია არც ერთ, ე.წ. ოფიციალურ პირს. რეგიონში ვრცელდება ვერსიები, რომ გზა ახალ წლამდე არც გაიხსნება.

"რაიონში არაერთი ონკოდავაადებული გვყავს, რომლებიც სამკურნალოდ ქართულ მხარეს გადადიოდნენ. ისინი თბილისში იყვნენ აღრიცხვაზე. რამდენიმე კვირაა მკურნალობას ვერ ახერხებენ. არადა, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პრობლემები არავის ესმის, ჩვენ გვახსოვს თქვენი დაპირებები, რომ გზა გაიხსნებოდა და მისი დაკეტვის საფრთხე აღარ შეგვექმნებოდა", - ნათქვამია ახალგორელების მიმართვაში, რომელიც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ უპასუხოდ დატოვა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, "ანატოლი ბიბილოვის დუმილი უჩვეულო სულაც არ არის".

"ორი წლის წინ მეც მივწერე მას წერილი ჩემს პრობლემებზე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია... რამდენიმე ათეული ადამიანი ვიცი, ვინც ავადმყოფობით იტანჯება და თბილისში იყო აღრიცხვაზე. ხომ შეიძლება კვირაში ერთხელ მაინც გახსნან, რომ ამ ხალხმა მაინც შეძლოს ქართულ მხარეს გადასვლა სამკურნალოდ და მედიკამენტებისთვის", - ამბობს ekhokavkaza.com-თან საუბარში თამარ მეარაყიშვილი, რომლის თქმითაც, ახალგორის მოსახლეობას სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე აყენებენ.

მისივე თქმით, ქართული პასპორტებით მათ ჩრიდლოეთ ოსეთის ქალაქებში გადასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. 52 წლის მარი ქენქაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ინსულტი მიიღო, ახლაგორის საავადმყოფოში დააწვინეს, ცხინვალში არსებული არაკვალიფიცური სამედიცინო სერვისის გამო, ისევ ახალგორში რჩებოდა და რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, ჩამოიყვანეს თბილისში, თუმცა, მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო, შესაბამისად დაგვიანდა ქირურგიული ჩარევაც, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. მის გარდა მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პაციენტი, რომელთაც სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებათ.

"ახლა საჭმელსა და კომფორტზე სულაც არ ვსაუბრობთ, სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტარულ პირობაზე ვსაუბრობთ, რომ ოჯახის წევრს გადაუდებელი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს. არც კი ვიცით, როდის გაიხსნება... ყველაფრის დეფიციტია უკვე რაიონში, იზოლაციაში ვცხოვრობთ და თუ არაფერი შეიცვალა, მიგრაცია გარდაუვალია", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ekhokavkaza.com ცნობით, ვიდრე ბიბილოვი და მისი ე.წ. უწყება დუმს, რაიონში ჭორებით ცხოვრობენ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა გზა ახალი წლისთვის გახსნან. ახალგორელი სტუდენტები სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. შეზღუდვა შეეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ახალგორის რაიონში სამუშაოდ წეროვნის დასახლებიდან დადიოდნენ, ან პირიქით - ახალგორიდან მიდიოდნენ წეროვნისკენ.

როგორც ცხინვალის მოსახლეობა ამბობს, "შეზღუდვა შეეხოთ და პრობლემები შეექმნათ ადგილობრივებსაც, რადგან გადაუდებელი შემთხვევების დროს, "წითელი ჯვრის" საშუალებით ისინი თბილისის კლინიკებში გადმოჰყავდათ.

"ახლა კი, "რაზდახანის" გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ეს მიმოსვლაც შეზღუდულია. ვლადიკავკაზსა და ბესლანში კი გადასვლა სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხერხდება.

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს