"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან

"თუ რუსეთს მივუერთდებით აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო" - პრორუსული მაცდური პროპაგანდის მორიგი სამიზნე დევნილები არიან

"აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ახალი პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო - გარკვეული ადამიანების ჯგუფი, მათ შორის დევნილებიც, - გვარსა და სახელს ვერ დაგისახელებთ, - აქტიურად დადიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახლებებში და ავრცელებენ ხმას, თუ რუსეთს მივუერთდებით, აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო. ამგვარი აზრების გავრცელება პერმანენტულად ხდება ძირითადად კომპაქტური ჩასახლებების ადგილებში. ის ადამიანები ვინც ამას ლაპარაკობენ, ზუსტად ვიცი, რომ დაკავშირებულები არიან ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ევრაზიული კავშირის პროპაგანდას ეწევიან", - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო დევნილებში?

"ეუბნებიან - იცით რა, ამერიკა შორს არის, რუსეთი კი ახლოს, ამიტომ თუ ევროკავშირში არ აღმოვჩნდებით და და სხვა მიმართულებით წავალთ, მაშინ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნდებაო. ფაქტია, ასეთი რამ რეალურად არ მოხდება და არავინ დაგიბრუნებს აფხაზეთს - ნივთი ხომ არ არის, რომ დაგიბრუნოს. მაგრამ ეს დევნილებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ორი კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს, მაქსიმუმ ერთი თვე. პირადად ჩემს ახლობლებთან მოვიდნენ და ასეთი საუბრები იყო. ჩემი პარტიის წევრებთანაც მივიდნენ ღრმაღელეში - სადაც არის ე.წ. ბირჟები იქ ხდება ეს ძირითადად. ეს ბირჟებია ამინდის შემქმნელი კონკრეტულ დასახლებებში. მაგალითად, არჩევნების დროსაც ასე ხდება, როცა რომელიმე პარტიის პროპაგანდა მიმდინარეობს - მიდიან და იქ ხდება თემების გარჩევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

"არავის ვაბრალებ, რომ ვიღაც მიზანმიმართული აგენტია, მაგრამ როცა ხედავენ - გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, რუსეთი გააქტიურებულია, ყირიმს იპყრობს, პროპაგანდას უწევს ევრაზიულ კავშირს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა არ უნდა, სომხეთს კი სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა უნდა - ასეთ დროს გამოდიან და ამბობენ, რუსეთი დიდია, ვერ ვეომებით და "დავუწვეთ, რადგან ამ დაწოლის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ცხინვალი და სოხუმი. ფსიქოლოგიური მომენტია, ფონის შემზადება, რომელიც მართული პროცესია. რუსეთის სპეცსამსახურები ანგარიშს უწევენ იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილებს აქვთ საბრძოლო გამოცდილება და ომი რომ დაიწყოს, მათ წინააღმდეგ იომებენ. სპეცსამსახურების პრევენცია ის არის, რომ ძალა, რომელმაც შეიძლება იარაღი აიღოს ხელში, თავისი იდეოლოგიით გაანეიტრალოს და ეს მუშაობა დაწყებულია", - განაგრძობს პაატა დავითაია.

"ძნელია დაამტკიცო ვის აქვს მართვის სადავეები. მაგრამ მეორე თემაა ის, რომ რუსული ჯარი რომ შემოვიდეს, ეს განწყობების თავისას ითამაშებს. მე რაც შემეძლო გავაკათე, გავახმაურე ფაქტი და იმედია, დევნილები ამას გაითვალისწინებენ", - დასძენს რესპონდენტი ნდა შეკითხვას - "ხშირად გვესმის უკვე, რომ რუსულ პროპაგანდას "ნაციონალებისგან" მართული ჯგუფები ეწევიან. ხომ არ გაგირკვევიათ ვისი დავალებით მოქმედებენ?" - პასუხობს:

"არა, მაგრამ არა მგონია. იმის გამოცდილება მაქვს ვთქვა, რომ "ნაციონალებს" არც ძალა, არას შესაძლებლობა არ აქვთ. ვინც დადის, იმათი 80% შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არაა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?