რა არის ქართული ღვინის პრობლემა

რა არის ქართული ღვინის პრობლემა

მაღალი ფასები ყურძენსა და ლოგისტიკაზე ორი მთავარი ფაქტორია ყველა სხვა დაბრკოლებათა შორის, რაც ქართული ღვინის ფასს ზრდის და მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს მსოფლიო ბაზარზე - ასე ფიქრობს თეო იანსენი, ღვინის ექსპერტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინსტროდან, რომელიც ქართული ღვინის ნიდერლანდების ბაზარზე შესვლას უწყობს ხელს.

"ორმაგი ღირს, ზოგჯერ ხუთჯერ-ექვსჯერ უფრო ძვირიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი კარგი ღვინო, მაგრამ ის შეზღუდულია მოცულობებში. თუმცა, ქვევრი შეიძლება ბაზართან კომუნიკაციის საშუალება გახდეს, იმ მესიჯით, რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის ისტორიის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, მე ქვევრი ძალიან მომწონს, მაგრამ მას მეტი რეგულირება სჭირდება. დღეს [ბაზარზე] არის ღვინო, რომელიც მხოლოდ ერთი თვე იყო ქვევრში გაჩერებული და ასევე არის ღვინო, რომელიც ერთი წელი იდგა ქვევრში. ხალხმა არ იცის, რას ელოდოს ქვევრის ღვინისგან, არადა ფასები მაღალია და არავინ იცის, სინამდვილეში ეს რა არის. სამომავლოდ, ამ ფაქტორის დარეგულირება კარგი იქნებოდა საქართველოსთვის. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ყველა აღნიშნული დადებითი ფაქტორისა, ხართ განსხვავებული და ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, მსოფლიოში უამარავი კარგი ღვინოა და მუდმივად მზარდ ფასებს ვერ შეინარჩუნებთ თქვენს ღვინოზე", - ღვინის ექსპერტი, თეო იანსენი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია