თბილისის უბნები, სადაც დღეს, 22 აპრილს შუქი გაითიშება

თბილისის უბნები, სადაც დღეს, 22 აპრილს შუქი გაითიშება

სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ელექტომომარაგების შეზღუდვა სამგორის, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, მთაწმინდის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.

სამგორის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭიჭინაძის, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხებათ.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, იამანიძის, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის I გასასვლელის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, 9 აპრილის ბაღის, ბროსეს, ლაღიძის, გერცენის, ქუთათელაძის, აბაშიძის, ჭანტურიას და კვალის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვერეს დაღმართის, ათონელის, სანაპიროს, საქანელას, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დმანისის, მარტყოფის, ალადაშვილის, ობსერვატორიის, ფაბრიციუსის და ჩუბინიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება საირმის ჩიხის, საირმის, საბურთალოს, შმიდტის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, ახალშენის, ჩაილურის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ქარელის, ჭიათურის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბაკურიანის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას VI კვარტალის, ქავთარაძის, შავიშვილის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვერჰაანის, ბოჭორიძის და არაგვისპირელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია