"პალიტრა L" დღეს, წიგნის დღესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას

"პალიტრა L" დღეს, წიგნის დღესთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას

გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის დღესთან დაკავშირებით დღეს, რუსთაველის თეატრში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას.

რუსთაველის თეატრში გამოფენა-გაყიდვა 11:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. გამომცემლობა "პალიტრა L" აქციაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე 20 %-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს.

გამოფენაში მონაწილეობას "პალიტრა L"-თან ერთად საქართველოში არსებული სხვა წიგნის გამომცემლები და გამავრცელებლებიც მიიღებენ. ღონისძიებები საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

"წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა იუნესკოს რეზოლუციაშია აღნიშნული", - აცხადებს საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან კიღურაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია