ყვარლის გამგებელი, რამდენიმე რწმუნებული და პოლიტსაბჭოს წევრები დააკავეს

ყვარლის გამგებელი, რამდენიმე რწმუნებული და პოლიტსაბჭოს წევრები დააკავეს

დღეს დილით, სამუშაო კაბინეტში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სოფლის რწმუნებული დააკავეს.

რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, დავით ქევხიშვილთან ერთად დაკავებული არიან: სოფელ შილდის რწმუნებული ლევან ხუციშვილი და სოფელ ახალსოფლის რწმუნებული მამუკა შაროვი. ასევე "ქართული ოცნების" ყვარლის რაიონული ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრები: ნუკრი მესაბლიშვილი და ვახტანგ პაპოვი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, სულ 15-მდე პირია დაკავებულია, თუმცა დაკავების მიზეზი უცნობია.

"ამ ყველაფრის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დგას, რომელმაც ყვარელში თავისი ინტერესები ვერ დაიკმაყოფილა. მისი სურვილია დავით ქევხიშვილი ჩამოაცილოს ქართულ ოცნებას და რაიონი მართონ ნაციონალებმა", - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ