ყვარლის გამგებელს 100 ლარამდე ჯარიმა ან 90 დღემდე პატიმრობა ემუქრება

ყვარლის გამგებელს 100 ლარამდე ჯარიმა ან 90 დღემდე პატიმრობა ემუქრება

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ქევხიშვილს სანქციის სახით 100 ლარამდე ჯარიმა ან 90 დღემდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ქევხიშვილის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ალექს ტუსნიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქევხიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ადვოკატი აპირებს სასამართლოს ვიდეომასალა წარუდგინოს, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ გამგებლის დაკავება მის სამუშაო ოთახში მოხდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ