ნინო ბურჯანაძე - "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება

ნინო ბურჯანაძე - "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საფრთხე ყოველდღე მატულობს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის ემზადება.

"კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან სერიოზულად ემზადება რევანშისთვის და ეს ჩანს ყველაფრისგან, მათი ტონიდან, თავხედობიდან, მოქმედებებიდან და ამას ამბობენ კიდეც, ამას არ მალავენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება" ბედნიერებისგან ხიბლშია, რადგან ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს იოცნებებდნენ ხელისუფლებაში მოსვლაზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც ისინი აღმოჩნდნენ.

"ვწუხვარ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ისინი ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მე ამას ძალიან კარგად ვხედავ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება არ დავუშვათ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს საფრთხე "ქართული ოცნების" უსუსურობის შედეგად ყოველდღიურად მატულობს", - მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა