ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულმა ორი ქალის მკვლელობა აღიარა

ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებულმა ორი ქალის მკვლელობა აღიარა

შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ფრიდონ ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 22 აპრილს, თბილისში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, თავის ყოფილ მეუღლეს სოფიო ა. ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სოფიო ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ფრიდონ ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაკავებულმა ასევე აღიარა, რომ 2008 წელს თბილისში, ლილოს დასახლებაში ორი ქალბატონი მოკლა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117 მუხლის 1-ლი ნაწილით და 109-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ