ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ჩვენ გავხდებით ლიდერი რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის სასახლეში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნისას განაცხადა.

პრემიერმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ თვითმმართველობის არჩევნები.

"ძალიან მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იქნება ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გავხდებით ლიდერი რეგიონში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული, სამართლიანი, მშვიდობიანი და მიმზიდველი ქვეყანა.

"ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, საქართველო მათთვისაც უნდა გავხადოთ ეკონომიკურად, და არა მარტო ეკონომიკურად, მიმზიდველი და სასურველი ქვეყანა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ იქ ვერ ვატარებთ არჩევნებს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ძლიერი საქართველოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ თვითმმართველობის არჩევნები.

"ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანიც და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?