დავით ნარმანია - თბილისის მერია სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონზე მეტს დახარჯავს

დავით ნარმანია - თბილისის მერია სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონზე მეტს დახარჯავს

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ სპორტის სასახლეში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას საარჩევნო პროგრამის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებს.

"სოციალური სფერო ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 800 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. გავუზრდით სოციალური დახმარების პაკეტს, ხოლო სოციალური პაკეტით ვინც ვერ სარგებლობს, ინდივიდუალურ დახმარებებს გავუწევთ. სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებს. გაფართოვდება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების პროგრამა, განახლდება თბილისის საბინაო ფონდი", - აღნიშნა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია