რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვას?

სა­ერ­თოდ, სი­ნათ­ლე მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბით ზე­ცი­ურ, ღვთა­ებ­რივ ნა­თელს გა­მო­ხა­ტავს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი იესო ქრის­ტეს, რო­გორც მა­რა­დი­ულ ნა­თელს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ოს ეფი­ნე­ბა. ქრის­ტეს ერთ-ერ­თი საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ეპი­თე­ტი ხომ სწო­რედ სი­ნათ­ლეა. ამის შე­სა­ხებ თა­ვად უფა­ლი ბრძა­ნებს: "მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა; რო­მე­ლი შე­მო­მიდ­გეს მე, არა ვი­დო­დეს ბნელ­სა, არა­მედ აქუნ­დეს ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა". ამ­დე­ნად, სან­თე­ლი უპირ­ვე­ლე­სად ძე ღვთი­სას - იესო ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოდ წარ­მოჩ­ნ­დე­ბა: "ი­გი იყო სან­თე­ლი ან­თე­ბუ­ლი და სა­ჩი­ნო", ბრძა­ნე­ბენ ქრის­ტეს შე­სა­ხებ წმინ­და მა­მე­ბი. რო­გორც სან­თე­ლია წყა­რო სი­ნათ­ლი­სა, ასე­ვეა წყა­რო მა­რა­დი­უ­ლი ნათ­ლი­სა ქრის­ტე, რად­გან სწო­რედ მის­გან მოგ­ვე­მად­ლა ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა. ამი­ტო­მაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი ღვთი­ურ მადლს, მა­რა­დი­ულ სუ­ლი­ერ ნა­თელს...

-  რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სან­თ­ლის ან­თე­ბას და სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს ტრა­დი­ცია?

არ­ქი­მანდ­რი­ტი მა­კა­რი

(ა­ბე­სა­ძე):

-  სან­თ­ლის დან­თე­ბას არ აქვს დოგ­მა­ტუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ეს არის მხო­ლოდ ტრა­დი­ცია, რაც ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ო­დი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. წმინ­და წე­რი­ლი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ლოც­ვის დროს, თვით უფ­ლის მი­ე­რაა და­წე­სე­ბუ­ლი და ღვთის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით ხდე­ბო­და. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პირ­ველ­სა­ვე მოძ­რავ ტა­ძარ­ში, უფ­ლის კურ­თხე­ვის თა­ნა­ხ­მად, ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა სან­თ­ლე­ბით უნ­და აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. უფალ­მა სან­თ­ლის დან­თე­ბის წე­სი ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში­ვე სა­მა­რა­დი­სო წე­სად გა­ნა­ჩი­ნა... წმინ­და სან­თ­ლე­ბი ახა­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სი­ის ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა­დაც იქ­ცა. რო­დე­საც ახა­ლი აღ­თ­ქ­მა პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ერთ-ერ­თი ქა­და­გე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, იქ აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უამ­რა­ვი სან­თე­ლი იყო ან­თე­ბუ­ლი. ასე­ვე წმინ­და წე­რი­ლი გვა­უწყებს, რომ იოანე ღვთის­მეტყ­ველს უფა­ლი გა­მო­ეცხა­და შვიდ სა­სან­თ­ლეს­თან და შვიდ კან­დელ­თან ერ­თად.

რო­გორც ვთქვით, სან­თელს აქვს სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სან­თ­ლის დან­თე­ბით გან­ვა­დი­დებთ უფალს. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერთს შეს­წი­რავ­დ­ნენ სის­ხ­ლი­ან მსხვერპლს. რა თქმა უნ­და, ღმერთს ჩვე­ნი მსხვერ­პ­ლი არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ამით გამო­ხა­ტავ­დ­ნენ თა­ვი­ანთ თაყ­ვა­ნის­ცე­მას ღვთი­სად­მი. ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ იმა­ვე საკ­მევ­ლის კმე­ვით, სან­თ­ლის ან­თე­ბით, შე­სა­წი­რის გა­ღე­ბით... ჩვენც მიგ­ვაქვს უსის­ხ­ლო მსხვერ­პ­ლი უფალ­თან მად­ლი­ე­რე­ბის გამო­სა­ხა­ტა­ვად. რა თქმა უნ­და, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი მსხვერ­პ­ლი, ეს არის ქრის­ტეს სის­ხ­ლი და ხორ­ცი - რო­დე­საც წირ­ვის დროს პუ­რი და ღვი­ნო გა­და­იქ­ცე­ვა ქრის­ტეს სისხ­ლად და ხორ­ცად, - რომ­ლის გა­რე­შეც ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა ღვთი­სად­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სან­თ­ლის შე­ძე­ნი­თა და დან­თე­ბით, საკ­მე­ვ­ლის კმე­ვით. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, სან­თელს აქვს მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და არა - დოგ­მა­ტუ­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დოგ­მა­ტუ­რად არ არის და­წე­სე­ბუ­ლი - სან­თე­ლი აუცი­ლე­ბ­ლად უნ­და ავან­თოთ ან - არა, მაგ­რამ თუ ვინ­მე იტყ­ვის, რომ არ უნ­და ავან­თოთ, ის უკ­ვე უფალს სცილ­დე­ბა და მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ვარ­დე­ბა. ასე­ვე, თუ ვინ­მე იტყ­ვის, თუ სან­თე­ლი არ ავან­თეთ, ვერ ვცხონ­დე­ბი­თო, ისიც მწვა­ლე­ბე­ლია, რად­გან სან­თ­ლის ან­თე­ბის ტრა­დი­ცია თა­ვად უფ­ლის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი.

-  სან­თ­ლის წი­ნა­შე ლოც­ვა ხელს უწყობს ლოც­ვით კონ­ცენტ­რა­ცი­ას...

- დავუკვირდეთ ასეთ რა­ღა­ცას: რო­დე­საც ღა­მით ვლო­ცუ­ლობთ, ჩა­ვაქ­როთ შუ­ქი და მხო­ლოდ ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლის წი­ნა­შე წარ­მოვ­თ­ქ­ვათ ლოც­ვა. შემ­დეგ შუ­ქი ავან­თოთ, ისე, რომ სან­თე­ლიც გვენ­თოს და ისე ვი­ლო­ცოთ. ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი გო­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ სან­თ­ლის შუქ­ზე ლოც­ვი­სას. აქ რა­ი­მე მის­ტი­კუ­რი კავ­ში­რი არ არის, მაგ­რამ ამ დროს ხდე­ბა ადა­მია­ნის უფ­რო მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბა სწო­რედ იმის გა­მო, რომ სან­თ­ლის ან­თე­ბა, საკ­მევ­ლის კმე­ვა ღვთის­გა­ნაა და­წე­სე­ბუ­ლი. სათ­ნო ეყო­ფა უფალს არა იმი­სათ­ვის, რომ ეს ღმერთს სჭირ­დე­ბა, არა­მედ ისევ ჩვენ­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. ჩვენ არ ვართ სუ­ლი­ე­რად იმ­დე­ნად ძლი­ე­რე­ბი, რომ ლოც­ვის დროს მხო­ლოდ ღმერ­თ­ზე ვფიქ­რობ­დეთ. რო­დე­საც ლოც­ვას ვუ­მა­ტებთ ღვთის მი­ერ და­წე­სე­ბულ მი­წი­ერ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას - სან­თ­ლის ან­თე­ბას, საკ­მევ­ლის კმე­ვას, უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, უფ­რო ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ვხდე­ბით და ჩვე­ნი ლოც­ვაც გა­ცი­ლე­ბით ქმე­დი­თია.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია