როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

როგორ იგერიებს ვალერი გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ანი ნადარეიშვილს

გაზეთი "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც დეპუტატმა მისი საქმის გამოძიებაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ერეკლე კოდუასა და 2005 წლის თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. ამავე ინტერვიუში ვალერი გელაშვილი კომენტარს აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანისა და ანი ნადარეიშვილის რეპლიკებზეც. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსიის წაკითხვა "კვირის პალიტრის" ახალ ნომერსა და  Kvirispalitra.ge-ზე შეგიძლიათ.

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო, მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდა.

- ჟორჟოლიანს ურჩევნია, გაჩუმდეს - ხვალ მის ქმარს, დაპატიმრების შემდეგ, მდგომარეობა რომ არ დაუმძიმონ, შეიძლება ჩემი სიტყვა დასჭირდეს... შევუთვალე ეს, მაგრამ მაინც არ ჩუმდება. არ მესმის, დათვურ სამსახურს რატომ უწევს ქმარს? ალბათ, კოდუას მოშორება უნდა და მაღიზიანებს, რომ მის წინააღმდეგ განვეწყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში.

- სხვათა შორის, ბაჩანა ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილიც გააქტიურდა თქვენს საქმეზე.

- ვნახე მისი ნაწერი "ფეისბუკზე" და ვხვდები, ამ ქალბატონს რაც აწუხებს. მისი ოჯახი რაღაც კუთხით თანამონაწილეა ჩემს საქმეში. ჩემი დაცვის მაშინდელი უფროსი მალხაზ კვარაცხელია მამამისის პირადი დაცვის უფროსიც იყო. კვარაცხელიამ იცოდა, რასაც მიმზადებდა სააკაშვილის ხროვა. მისი ხელით ბევრი რამე გააკეთეს. მან განგებ დააზიანა ჩემი შეჯავშნული მანქანა, რომელშიც ვერავინ შემოაღწევდა და იძულებული გავხდი, სხვა ავტომანქანით გავსულიყავი ქალაქში... როცა ცემა დამიწყეს, მოვარდა ბაჩო ახალაიას ცოლისძმა და კვარაცხელია სასწრაფოდ გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნადარეიშვილის ოჯახიც ჩარეულია ამ საქმეში და ამიტომ ნერვიულობენ.

- ბაჩო ახალაიას მეუღლემ ისიც დაწერა, რომ თითქოს თქვენ ვენესუელის მთავრობაც გეძებდათ, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა გადაგარჩინათ, არ გადაგცათ უცხო ქვეყანას.

- საქმე ის არის, რომ პირველად 2006 წელს ჩავედი ვენესუელაში. ამ დროს ყველაფერი გარკვეული მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. მათ უკვე სასიკვდილოდაც ვყავდი გამეტებული. ყველაფერ ამის შემდეგ მაინტერესებს, როდის გადამარჩინა ვანო მერაბიშვილმა? ეს პრობლემა რომ მქონოდა, წერილს გაგზავნიდნენ და ხელს შეუწყობდნენ ჩემს დაპატიმრებას. თან ვენესუელის ციხე ისეთია, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარც გამოვიდოდი. მათ ხელს აძლევდათ ასეთ ციხეში მოხვედრილიყო კაცი, რომლის მოშორებაც თავად სცადეს...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ