თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება

თბილისის საკრებულოში კოალიცია ”ქართული ოცნების”   მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან - ვაკეში გიორგი მუსხელიშვილი, დიდ დიღომში მაკა გვარამია, ლილოში გულიკო ზუმბაძე, თემქაზე ჯაბა სამუშია, კრწანისში გია კორკოტაშვილი, მთაწმინდაზე ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთში მელორ ვაჩნაძე, ზაჰესში კობა კობალაძე, დიდუბეში კი ზაზა კოლელიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. თბილისში 25 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა