მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ პაატა გვეტაძეს, სამსახურში მისულს, გუშინ დილით, პაციენტის ბაბუა დაესხა თავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის საავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თავდამსხმელმა პაატა გვეტაძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დააზიანა მისი კუთვნილი ავტომანქანა.
საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები სახის მიდამოში და ტვინის შერყევა.
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. თავდამსხმელი იძებნება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს, 10:00 საათზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები 15 წუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ.