ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"

ნოდარ ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა" – "მისთვის განსაკუთრებით ჩაშუშული თევზია სასარგებლო"

პრესაში ხშირად იწერება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ჭამა-სმის სიყვარულის შესახებ და ხარჯებზე, რომელიც ამ უწყებამ ბანკეტებისა და კორპორატივების მოსაწყობად გასწია. ამ აჟიოტაჟმა მისცა თუ არა ხადურს სტიმული, უცნობია – თუმცა როგორც "ამბები.გე"-ს ფინანსთა მინისტრის ახლობლებმა აცნობეს, ხადური მკაცრ დიეტაზე "დაჯდა".

ქონდარში დამარინადებული ბატკნის ბარკლის, თონეში შემწვარი ციკნის, თევზის ასორტისა და სხვა ძვირადღირებული კერძების მირთმევის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა დიეტა დაიწყო.

ხადურის დიეტის დეტალების გარკვევას "ამბები.გე" თავად ფინანსთა მინისტრის ოჯახის წევრებთან შეეცადა. ნოდარ ხადურის მეუღლეს ნინო ცირეკიძეს მეუღლის დიეტაზე საუბარი არ სურს. თუმაც იმას, რომ მისი მეუღლე დიეტაზეა, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"ძალიან დიდ პატივს გცემთ თითოეულ ჟურნალისტს, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აცხადებს ნინო ცირეკიძე, რომელმაც ნოდარ ხადურის დიეტის დეტალების გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

ფინანსთა სამინისტროს პრესამსახურში რამდენიმე დღის წინ დაგვპირდნენ იმის გარკვევას, თუ რამდენად მკაცრ დიეტაზე იმყოფება უწყების ხელმძღვანელი და როდიდან. თუმცა პირობა არ შეასრულეს.

ამიტომ ჩვენ დიეტოლოგებს მივმართეთ იმის დასადგენად, თუ რომელი დიეტა იქნებოდა ხადურისთვის ყველაზე ეფექტური. ცნობილი დიეტოლოგი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, ნოდარ ხადურს წონასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

– ვინაიდან არ ვიცი ნოდარ ხადურის წონა, სიმაღლე და დღის რეჟიმი, გამიჭირდება მას ზუსტად ისეთი დიეტა დავუნიშნო, რომელიც უშუალოდ მის ორგანიზმზე არის მორგებული, თუმცა შემიძლია მივცე ზოგადი რეკომენდაციები. ვფიქრობ მინისტრი დღის მანძილზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს, არასწორად იკვებება და სწორედ ეს არის მისი წონაში მომატების მიზეზი. პირველ რიგში ვურჩევ ცოტა ჭამოს და ხშირად, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, არ ვიცი. ადამიანის ორგანიზმი დღის მანძილზე მინიმუმ 2500 კალორიას ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია, ამაზე მეტი კალორია არ მიიღოს საკვების სახით მთელი დღის განმავლობაში. მინისტრ ხადურს ალბათ, ძალიან უყვარს გემრიელი ჭამა, ამიტომ მისთვის ყველაზე ეფექტური იქნება დღის რაციონში ხორცის შეტანა. უნდა შეეცადოს, 200 გრამი ხორცი მიიღოს მთელი დღის მანძილზე სხვა საკვებთან ერთად, არ ვგულისხმობ სოსისს და ძეხვს. ხორცი ეფექტურად უწყობს ხელს წონის დაკლებას. მიირთვას 3–4 საათში ერთხელ, შეზღუდული რაოდენობით, უნდა ჭამოს მაშინ როგორც კი მოშივდება, თუმცა ზომიერად. აუცილებელია დღის მანძილზე მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, დაახლოებით 3 ლიტრის ოდენობით, რაციონიდან უნდა ამოიღოს თეთრი პური, ღორის ხორცი, შაქარი და ალკოჰოლური სასმელი. შაქრის ნაცვლად შეუძლია გლუკოზა მიიღოს ჯემის სახით. ვინაიდან მისი სამუშაო ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, აუცილებელია მიირთვას თევზი, ეს პროდუქტი შეიცავს ტვინის უჯრედების მკვებავ მჟავას, განსაკუთრებით სასარგებლოა მინისტრისთვის ჩაშუშული თევზი გარნირით. თუ გაითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს, მერწმუნეთ საკმაოდ სწრაფად დაიწყებს წონაში დაკლებას, შემდეგ რაღაც ეტაპზე კლება შეჩერდება, მაგრამ მისთვის ეტაპობრივად დაკლება მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ შემთხვევებში ორგანიზმი ცდილობს დანაკლისი აინაზღაუროს და შესაძლოა, იმაზე მეტად მოიმატოს წონაში, რა წონაც ახლა აქვს.

მინდია აფციაური, თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა