დეკანოზი დავით ლასურაშვილი - თუ ხელისუფლება ეკლესიის პოზიციას არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ლოცვებში ვეღარ მოგიხსენიებთ

დეკანოზი დავით ლასურაშვილი - თუ ხელისუფლება ეკლესიის პოზიციას არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ლოცვებში ვეღარ მოგიხსენიებთ

თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ლოცვებში ვეღარ მოგიხსენიებთ, - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიდისკრიმინაციული პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. ლასურაშვილმა იუსტიციის მინისტრიც გააკრიტიკა.

"ისე გველაპარაკებით, თითქოს ჩვენ არ ვართ ინფორმირებულნი ამ კანონპროექტის შესახებ. ძალიან კარგად ინფორმირებულნი გახლავართ. საპატრიარქოს ჰყავს თავისი იურისტები, რომლებთანაც, უმჯობესი იყო, მანამდე გქონოდათ კომუნიკაცია, სანამ აქამდე მოვიდოდით. ქალბატონმა თეა წულუკიანმა "აღმოჩენა" გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენ ეკლესიაში, პატრიარქის განცხადების ტონი და სულისკვეთება აღარ მიკვირსო – დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფაა, ამას ვერ გრძნობთ?! როგორ ფიქრობთ, პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს განცხადებებს?! კინაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა ეკლესიაში რაღაც ჯგუფები – შეიძლება მეც შევდივარ ამ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლებისა და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე. თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ვეღარ მოგიხსენიებთ ლოცვებში", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" ჩართვისას განაცხადა, რომ ეკლესიაში არის ჯგუფი, რომელიც ალბათ უნდა იყოს პატრიარქის სახელით გავრცელებული განცხადების წყარო. თეა წულუკიანის აზრით, უბრალოდ უსაფუძვლოა დღეს არსებული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასულიერო პირებთან კონსულტაცია და პატრიარქის განცხადებაც, ადასტურებს და ეკლესია ამას ცალსახად ამბობს, რომ ძალადობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან განსხვავებულები, არის დაუშვებელი.

წულუკიანის განცხადებით, საპატრიარქოსა და ეკლესიაში ვისთან ჰქონდა მას და მის გუნდს კონსულტაციები, ამას ხმამაღლა არ გააჟღერებს, რადგან "როგორც ერთ-ერთი მორწმუნე მართლმადიდებელი, დიდ პატივს სცემს ეკლესიას". "ამიტომ მე არ მჩვევია სპეკულაციები - ამას შევხვდი, იმას შევხვდი, რადგან ეს არ არის დასაშვები. მაგრამ კონსულტაციები იყო საკმაოდ მაღალ დონეზე", - აღნიშნა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია