მანანა კობახიძე - თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, ჩემს მანდატს დავთმობ

მანანა კობახიძე - თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, ჩემს მანდატს დავთმობ

იმ შემთხვევვაში, თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, მე ჩემს მანდატს დავთმობ, - განაცხადა ადამიანს უფლებათა დაცვის კომიტეტზე პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ.

მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონით იმ ადამიანების უფლებების დაცვა უნდა მოხდეს, რომელბიც განსხვავებულები არიან.

"ამ კანონში საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწაუხაროდ ასეთი ადამიანები ჩვენს შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ:,-აღნიშნა ვიცე სპიკერმა.

კობახიძე ასევე მამა დავითის რეპლიკას გამოეხმაურა და აღნიშნა: "თუკი მამა დავითი თქვენს უფლებებს ვინმე არღვევს, მაშინ მე და უმრავლესობა მზად ვართ, თქვენი უფლებებიც დავიცვათ", -განაცხადა კობახიძემ

პარლამენტში ამ წუთებში ანტიდისკრიმინაციულ კანონს მუხლობრივად განიხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა