ტრანსექსუალმა ცირკთან თავი განზრახ დაიზიანა? - შსს-ს პირველი კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

ტრანსექსუალმა ცირკთან თავი განზრახ დაიზიანა? - შსს-ს პირველი კომენტარი მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსგენდერებზე მოქალაქეების მხრიდან ფიზიკური ძალადობა არ დასტურდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში წუხელ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, თვითდაზიანებები მიიყენა.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, ადგილზე არავინ დაუკავებიათ.

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინციდენტის დროს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ზ.შ.-მ განუცხადა, მას და მის მეგობრებს უცხო მამაკაცები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა პოლიციის მხრიდან მომხდარზე რეაგირება არ მომხდარა.

"4 პიროვნება იყო, მოვიდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ ახალ ნაოპერაციებში წიხლი ჩამარტყეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ რეაგირება არ მოხდარა. გამოვიძახეთ პატრული, პოლიციელები მოვიდნენ, თუმცა მათ გვერდით იდგნენ და დაგვცინოდნენ", - განაცხადა ზ.შ-მ.

ასევე იხილეთ: "ნაწლავი გამომაგდებინეს, ისე მცემეს" - რას ყვება ცირკთან სასტიკად ნაცემი ტრანსგენდერი ზიზი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ