ქვეყნები, სადაც ქართველებს უვიზოდ ან მარტივად შეუძლიათ შესვლა

 ქვეყნები, სადაც ქართველებს უვიზოდ ან მარტივად შეუძლიათ შესვლა

ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი ელოდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. მანამდე კი, საქართველოს მოქალაქეებს ორდინალური პასპორტით უვიზოდ 12 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ინფორმაციით, უვიზოდ, ორდინალური პასპორტით, საქართველოს მოქალაქეები გაემგზავრებიან: თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, ისრაელში, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და უზბეკეთში.

უვიზოდ ყოფნის ვადა განუსაზღვრელია აზერბაიჯანში, ბელარუსში, სომხეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში, უზბეკეთში, უკრაინაში და ყირგიზეთში.

ყაზახეთში და თურქეთში კი უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადაა 90 დღე. ირანში ორდინალური პასპორტით ყოფნის მაქსიმალური ვადა 45 დღეა.

რაც შეეხება ისრაელს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი სულ ცოტა ხნის წინ გაუუქმდათ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და იქ 90 დღემდე ყოფნა 180 დღიან პერიოდში.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება რამდენიმე ქვეყნის საზღვარზეც შეუძლიათ. მათ შორის არის ეგვიპტე, შრი-ლანკა, იამაიკა, ლიბანი, იორდანიის სამეფო, ნეპალი, ქუვეითის სახელმწიფო, მადაგასკარის რესპუბლიკა, მალდივის რესპუბლიკა, ტუვალუ, ჰაიტი, ჯიბუტი, და სხვა.

ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ:

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია