მოგზაურობა დრაკულას სამშობლოში

მოგზაურობა დრაკულას სამშობლოში

...ნამდვილი ბალკანური ტესტი უნგრეთის შლაგბაუმების შემდეგ დაიწყო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სწორედ უნგრეთის შემდეგ დაიწყო ვარჯიში გადარჩენისთვის. რუმინეთში ავტობანების დეფიციტია. შესაბამისად, ავტობანის მაგივრობას ძაღლების გვამებით "მორთული" ევროპის ქუჩა ნომერი 68 სწევს, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოძრაობა გზაზე. განადგურებული მთავარი ბარიერები, ნაავარიები ავტომობილები და სატვირთოები, რომელთა საბურავები ცისკენაა მიპყრობილი ნათლად ასახავენ ყველაფერს, რაც ამ გზებზე ხდება. სამუხრუჭე მანძილისთვის თადარიგი ორჯერ მეტად უნდა დაიჭირო, საპირისპირო გზიდან შეიძლება მოულოდნელად გადმოგიხტეს რომელიმე თავქარიანი და ა.შ.

პოლიცია? კონტროლი? ჰო, ხანდახან მართლაც ვხედავდით Pოლიტია-Dაცია-ს - ეს იყო და ეს. საპირისპირო გზიდან ყოველი მესამე ავტომობილი შორსმაშუქ ფარებს გინთებს და, მიუხედავად უდიდესი ჯარიმებისა, 2012 წელს ევროკავშირის მასშტაბით ავტოავარიების შედეგად, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ რუმინეთში დაიღუპა! საბედნიეროდ, მიუხედავად სრული დატვირთვისა, კრიტიკული ვითარებიდან გამოძრომას ორივე სატესტო ავტომობილი ახერხებდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ რუმინეთის გზებზე ვერაგობას საზღვარი არ აქვს და თავს დაცულად ვერ გრძნობ.

მძიმე ზამთრის შემდეგ ამ გზებზე მზაკვრული ორმოები რჩება, რომლებიც ავტომობილის სავალი ნაწილის გეომეტრიებს აზანზარებენ და საბურავებს აბუჩად იგდებენ. ზოგიერთ ადგილებში გზა ისეთი ტალღოვანია, რომ რამდენჯერმე მიწას ავტომობილის იატაკიც კი შეეხო!

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია