ლადო კეპულაძე: "გარდაცვლილი ბავშვის მამა მაშინ მადლობასაც კი გვიხდიდა..."

ლადო კეპულაძე: "გარდაცვლილი ბავშვის მამა მაშინ მადლობასაც კი გვიხდიდა..."

იაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა - ცემის ფაქტსა და ქონების დაზიანებაზე. საქმე ეხება კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის მხრიდან ექიმზე გუშინ მომხდარ თავდასხმას. ექიმ პაატა გვეტაძის განცხადებით, როდესაც საავადმყოფოს ეზოში მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვის ბაბუა უკნიდან დაესხა თავს და მუშტებით დაუწყო ცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ლადო კეპულაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ დეპარტამენტი სწავლობს იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის საქმეს ჰოსპიტალიზაციიდან გარდაცვალებამდე მონაკვეთში.

- ბატონო ლადო, თქვენ განაცხადეთ, რომ დეპარტამენტმა საჩივრის შესწავლა 14 აპრილს პაციენტის დედის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, გამოიკვეთა თუ არა რაიმე ნიშნები იმისა, რომ მკურნალობის პერიოდში იყო ხარვეზები დაშვებული?

- საქმე საკმაოდ შრომატევადია და შესასწავლი დოკუმენტაციაც მოცულობითია. აქედან გამომდინარე, ჯერ შესწავლა დასრულებული არ არის. საკითხის შესწავლა ერთი თვეა მიმდინარეობს. ორშაბათს გვექნება ჩვენი შემოწმების შუალედური აქტი, რაც დასრულებას არ ნიშნავს. ამის შემდეგ კლინიკური ასპექტით უნდა შეფასდეს ექიმ-სპეციალისტების მიერ. როცა მივიღებთ ამ დასკვნას, შემდგომ შეგვეძლება ვისაუბროთ ექიმის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა თუ დაუდევრობის შესახებ. მანამდე, ვერაფერს ვიტყვით.

- ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ბავშვის ექიმმა, პაატა გვეტაძემ ოჯახს არ მისცა ფორმა 100, რათა ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და მისი მკურნალობა ისრაელში გაეგრძელებინათ.

- არა. ჩვენთვის ეგ ინფორმაცია რატომღაც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა ამ საქმეს ვსწავლობთ. ბავშვის დედამ განცხადება მარტის ბოლოს შემოიტანა და მეორე დღესვე, მე და ჩემი თანამშრომელი, ისე რომ არ დაველოდეთ სამართლებრივი საკითხის უზრუნველყოფას, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა, შევუდექით საკითხის შესწავლას. ექიმებსა და ბავშვის მშობლებს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად, დარეგულირებული გვქონდა და ბავშვის მამა მადლობასაც კი გვიხდიდა. მას ხშირი სატელეფონო საუბრებიც კი ჰქონდა ჩემს თანამშრომლებთან, სანამ საკითხის სამართლებრივად შესწავლას დავიწყებდით. სამართლებრივად შესწავლა ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მივმართოთ, რათა საკითხი იურიდიულად იყოს ბოლომდე მიყვანილი. სანამ სასამართლომ ბრძანება მოგვცა, ეს ყველაფერი გაგრძელდა და იურიდიულად შესწავლა დავიწყეთ 14 აპრილს. მას შემდეგ ვსწავლობთ. თუმცა, მარტის ბოლოდან, ამ პროცესში ჩართულები ვიყავით. ადგილზე მაშინვე გავუშვით თანამშრომლები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, არ გვქონდა. არც ჩემამდე მოუღწევია და არც ჩემი თანამშრომლების ყურამდე. უფრო დეტალური დასკვნები დაახლოებით 2 კვირაში გაკეთდება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია