ტრანსგენდერების ღამის აქცია ცირკთან, ხელჩართული ჩხუბი და აქციის დაკავებული მონაწილეები

ტრანსგენდერების ღამის აქცია ცირკთან, ხელჩართული ჩხუბი და აქციის დაკავებული მონაწილეები

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რაც კვლავ დაპირისპირებით დასრულდა. როგორც Ambebi.ge-ს ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა, ზიზიმ აცნობა, მაშინ როდესაც ადგილზე ტრანგენდერების აქცია მიმდინარეობდა, მათ მოქალაქეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი ინფორმაციით, აქციის გამართვამდე, უსაფრთხოების მიზნით ტრანსგენდერების ჯგუფს პოლიციაში დარეკილი ჰქონდათ, თუმცა მათი თქმით, სამართალდამცავებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს. პოლიციის ადგილზე მისვლამდე ცირკის ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები და ის პირები, რომლებიც მათთან კონფლიქტში შევიდნენ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაჰყავთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია