ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე

ტემპერამენტიანი მამაკაცები და მზის მოყვარული ქართველები - რას წერს GO NOMAND საქართველოზე

ვებგვერდი GO NOMAND, რომელიც ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობებზე, ცხოვრების წესსა და კულტურაზე მოუთხრობს, ამჯერად სტატიას საქართველოს უძღვნის. სტატიის  - "თბილისი, საქართველო: ევროპის გზაზე" ავტორი ნატალია მოტილია.

როგორც ნატალია წერს, თბილისში ყოველ 100 მეტრში სამხატვრო გალერეებია, სადაც მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებია წარმოდგენილი. მისი თქმით, თბილისში ჩამოსვლისთანავე იგრძნობ, რომ ადგილობრივებს სილამაზე ძალიან ხიბლავთ.

"ქართველები მზის მოყვარული ადამიანები არიან. ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ქართველები სათვალეს, ან ქუდს არ სწყალობენ. თუ ქუჩაში ვინმე ასეა შემოსილი, მიხვდებით, რომ ტურისტია. ნებისმიერი უცხოელის ყურადღებას იქცევს ის, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ქართველ მამაკაცებს - ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთის ზურგზე ხელს არტყამენ და გადაკოცნიან. ქალები ასე მზგნებარედ არ იქცევიან. ამასთან, ქართველი ბავშვები, ყველაზე პატარებიც კი, განსაკუთრებით ბიჭუნები უფროსებს ბაძავენ.

თბილისში ევროპულ სიმბოლოებსა და დროშებს ნახავთ. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქმის ევროპულ დედაქალაქს სტუმრობთ. საქართველოში ძალიან ბევრ საინტერესო არქიტექტურულ ძეგლსა და ქანდაკებას შეხვდებით. ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. რასაკვირველია, ნებისმიერი ქვეყნის მთავარი განძი მისი მოსახლეობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები მდიდრები არიან თუ ღარიბები, როგორც კი მათ გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ხალხის წყალობით საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ჩვენი საქართველოში ვიზიტის დღეები სწრაფად მიიწურა, დედაქალაქიდან აეროპორტამდე ძველი ტაქსით "ვოლგით" მივდივართ. ავტომობილი ახალდაგებულ გზაზე სწრაფად მოძრაობს. ქვეყნის ეროვნული ვალუტა ლარია, თუმცა, თუ საქართველო ევროპის ნაწილი გახდება, იქნებ შემდეგ ვიზიტზე ტაქსის მძღოლს თანხა ევროში გადავუხადოთ", - წერია სტატიაში.

მომზადებულია GO NOMAND-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია