დაშავებული ფეხბურთელი და გაუჩინარებული სასწრაფო დახმარება სამტრედიის სტადიონზე

დაშავებული ფეხბურთელი და გაუჩინარებული სასწრაფო დახმარება სამტრედიის სტადიონზე

სამტრედიის ცენტრალურ სტადიონზე, გუშინ ჩოხატაურის "ბახმაროსა" და წყალტუბოს "სამგურალის" მატჩი გაიმართა.

თამაშის მსველობისას "ბახმაროს" ფეხბურთელმა, გიორგი ბერიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის სტადიონზე ყოფნა ფეხბურთის ფედერაციის დებულებით აუცილებელია, არ იმყოფებოდა.

ბერიშვილის დახმარება კლუბის ექიმმა და მაყურებლის რანგში მყოფმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ შეძლო.

ფეხბურთელის დაშავების გამო, თამაში 15 წუთით შეწყდა. ამ დროის განმავლობაში, "ბახმაროს" სამწვრთელო შტაბი საკუთარი ძალებით ცდილობდა ტრავმირებული ბერიშვილის დახმარებას. პარალელურად, რეკვადნენ 112-ში, თუმცა, თამაში ისე დასრულდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ოქმში, რომელიც თამაშის დაწყებამდე მატჩის კომისარმა შეადგინა, დაფიქსირებულია, რომ სტადიონზე სასწრაფო დამხარების ბრიგადა იმყოფებოდა.

112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სტადიონზე სასწრაფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი სტადიონის ადმინისტრაციის პრობლემაა.

"ჩვენი ოპერატორების მხრიდან დროულად მოხდა შეტყობინების გადაცემა. პირველი ზარი შემოსულია 18 საათსა და 34 წუთზე, განმეორებითი ზარებიც მყისიერად არის გადაცემული. წერია, რომ გასულია ადგილზე და მოსვლა ფიქსირდება დაგვიანებით. თუმცა, ამ თემაზე უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ბრიგადების მართვა მათ ეხებათ. ჩვენი მხრიდან მყისიერად არის გადაცემული, - აცხადებს 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნატა გელაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო