მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი, აუცილებელი ხარჯი ავტომფლობელთათვის

თუ ავტომობილი გყავთ, მალე ახალი საზრუნავი შეგემატებათ. ავტომობილის შენახვის ხარჯებს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ფასი გაზრდის.

საქართველოში 2013 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. 5510 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 8245 ადამიანი დაზარალდა, 514 კი დაშავდა. როგორ მოხდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ამის შესახებ შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დაზღვევაა. ასეა ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც დაახლოებით 900 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 30 000-მდე ავტომობილი დაზღვეულია.

პრობლემის მოგვარება, ქვეყანაში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით იგეგმება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როდის იქცევა ის კანონად, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ აისახება ეს ავტომფლობელთა ჯიბეზე და რა რეგულაციებს შემოიღებს დაზარალებულსა და მზღვეველს შორის.

როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ტარიფის პროფესიონალური გაანგარიშება. პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი მათემატიკოსები, უცხოელი ექსპერტები და შეჯამების შედეგად ოპტიმალური სატარიფო ფორმულა ჩამოყალიბდება.

ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის დაზღვევა თითქმის მთელ მსოფლიოში სავალდებულოა.მაგალითად, შვეიცარიაში ამ კატეგორიის დაზღვევა ჯერ კიდევ 1910 წლიდან მოქმედებს. ევროინტეგრაციის მოსურნე საქართველოს, ამგვარი კანონის მიღებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია