სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"

სანდრექსა პოლიტიკაში მიდის? - რა შემოთავაზება მიიღო მსახიობმა და დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი სანდრექსა, მსახიობი სანდრო კაკულია სერიალს ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. Ambebi.ge-მ გავრცელებული ინფორმაცია თავად მსახიობთან გადაამოწმა.

- სანდრო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში აპირებთ წასვლას, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

- ვერაფერს ვიტყვი. გამორიცხულია დაკონკრეტება, ვისგან იყო შემოთავაზება. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მივდივარ პოლიტიკაში. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე და პოლიტოლოგია. სულ ვკითხულობ წიგნებს და როცა შემოთავაზება მივიღე, მყარად გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. შეიძლება მერე დავთანხმდე ამ შემოთავაზებას.

- უმრავლესობიდან მიიღე შემოთავაზება თუ უმცირესობისგან?

- უკომენტაროდ ვტოვებ ამ საკითხს.

- თუ შენი "ფეისბუქის" პოსტებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, "ნაციონალური მოძრაობისგან" უნდა მიგეღოთ ეს წინადადება...

- მე დიდი ხანია გავაუქმე "ფეისბუქი". ობიექტური პოსტები მქონდა ყოველთვის. რა მნიშვნელობა აქვს უმრავლესობიდან იყო შემოთავაზება თუ უმცირესობისგან. მე უმრავლესობაშიც ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, ვინც შეიძლება ზუსტად ისევე ფიქრობდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც მე ვფიქრობ. მე ობიეტურობის მწამს.

- პოლიტიკას არ უყვარს ობიექტური ადამიანები...

- გეთანხმები, ასეა. ნაკლებად უყვართ ობიექტური ადამიანები. ჩვენ იმდენი ხანია დავკარგეთ ობიექტურობა,კარგი იქნება თუ 2-3 ობიექტური ადამიანი  მაინც გამოჩნდება პოლიტიკაში.

- ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ დავკარგეთ ობიექტური პოლიტიკოსები?

- 1991 წლის შემდეგ დაიკარგა ობიექტური ხალხი პოლიტიკაში. ეროვნული მოძრაობის დროს იყვნენ გულახდილი ადამიანები პოლიტიკაში. ახლა კი დაიკარგნენ როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში. ეს აღარ განმეორდება. ზღვარი მოშლილია ობიექტურობასთან, აუცილებელია გამოჩნდეს კაცი ვინც ამ ზღვარზე გაივლის.

- მინისტრია თუ პარლამენტარი, ვინც პოლიტიკაში წასვლა შემოგთავაზა?

- რამდენიმე ადამიანისგან მივიღე შემოთავაზება. ყველგან აქტიურად არიან ჩართული ეს ადამიანები და პოლიტიკური სახეები არიან.

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ცოლის გამო სერიალს ტოვებთ...

- ტყუილია ეს, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ეს ინფორმაცია. არსად მითქვამს, რომ სერიალი დავტოვე. მე აქ ვრჩები.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა