ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს

ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს

ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში, დაახლოებით დღეს, 15.00 საათზე მოათავსეს.

წინასწარი ინფორმაციით, იგი ნაცემია. რკინიგზის საავადმყოფოსთან კოდუას ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. თუმცა,  ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში კოდუას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ასევე იხილეთ: დავით კოდუას ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა