დავით კოდუას ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

დავით კოდუას ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ძებნაში მყოფი კუდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმის, დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარი არ კეთდება.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაკეთდება ყველაფერი, რასაც აღნიშნული მოიცავს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დავით კოდუა დღეს უცნობმა პირებმა ცემეს და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ