გიორგი კოდუას პირველი კომენტარი ძმის ცემის ფაქტზე

გიორგი კოდუას პირველი კომენტარი ძმის ცემის ფაქტზე

ბიზნესმენ დავით კოდუას ძმა გიორგი კოდუა "ინტერპრესნიუსთან" მის ძმაზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. როგორც გიორგი კოდუას თვითმხილველებმა უთხრეს, თავდამსხმელები გამშველებლებს სროლით დაემუქრნენ.

"დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან გამოსვლის შემდეგ ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც შუა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თავს დესხნენ. 3-4 კაცი იყო, შავებში ჩაცმულები, სპეცრაზმელებს გავდნენ, ქუდი-ნიღაბი ეხურათ. ეს მოხდა დღისით, ქუჩაში. არ იყვნენ დამალული სადარბაზოში. დავითი მარტო იმყოფებოდა. გამვლელები გასაშველებლად მივიდნენ, მაგრამ თავდამსხმელებმა უთხრეს, არ ჩაერიოთ, თორემ გესვრითო. შემდეგ მიიმალნენ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ამასთან, გიორგი კოდუას ცნობით, შსს-მ ივარაუდა, რომ შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერა არ არის.

"ყოველდღე რაღაც ხდება. განუკითხაობაა, ისეთი მესიჯებია, რომ პოლიცია არ გვიცავს, ჩვენ თვითონ ჩვენ თავს უნდა მოვუაროთ. ასეთი რაღაც თუ წავიდა, ვესტერნი, 20-იანი წლები, მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ, მოვიმარაგოთ და ერთმანეთს გავუსწორდეთ, სამოქალაქო ომი დავიწყოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

მისივე ინფორმაციით, დავით კოდუა ამჟამად საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.

რკინიგზის საავადმყოფოსთან კოდუას ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. თუმცა, ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იხილეთ: "ჭიკაიძე კრიმინალურ ვითარებას ვერ აკონტროლებს" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი დავით კოდუას ცემის ფაქტზე

ერეკლე კოდუას ძმა საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს - დავით კოდუას ახლობლები თავდასხმის დეტალებზე

ნაცემი დავით კოდუას ფოტოები ვრცელდება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა