"ცოლ-შვილის თვალებში შეხედვას ვერ ვუძლებ" - რუსთაველმა მძღოლმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა

"ცოლ-შვილის თვალებში შეხედვას ვერ ვუძლებ" - რუსთაველმა მძღოლმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა

"ეს იმის ბრალია, რომ რუსთავის "მარშრუტკების" სოფრებს ცხოვრება კოშმარად გვიქციეს!" - ასე ხსნიან რუსთავი-თბილისის ტრასის მძღოლები იმ ტრაგედიას, რომელიც დილის 9 საათზე რუსთავში მოხდა, - ღამის მორიგეობის დასრულების შემდეგ ვეფხია გოგილაშვილმა მეგობარს მანქანა სულ რამდენიმე წუთით სთხოვა, მაგრამ იმდენხანს აღარ დაბრუნდა, რომ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ძებნა დაუწყეს და ძმის ბინაში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ასე დაასრულა სიცოცხლე 45 წლის კაცმა, რომელზეც ორი ოჯახის არსებობა იყო დამოკიდებული, - თავად ვეფხიასი და მისი გარდაცვლილი ძმის შვილების, რომელთაც თავად პატრონობდა...

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შპს "ინტერტრანსმა", რომელიც რუსთავის მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ყვითელი ავტობუსებით გეგმავს, ასეთი განცხადება გაავრცელა: "ვეფხია გოგილაშვილი რამდენჯერმე იყო კომპანიაში მოსული და თანხმობას აცხადებდა თანამშრომლობაზე. გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ხაზის მეპატრონეებისა და მათი ადვოკატის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა გოგილაშვილს უარი ეთქვა "ინტერტრანსთან" თანამშრომლობაზე. თხოვნით მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება, რათა არავის მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია..."

გარდაცვლის ოჯახი შოკშია და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს... თუმცა მისი მეგობრები ამბობენ, რომ გარდაცვლილი გამუდმებით თვითმკვლელობაზე ლაპარაკობდა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ