ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება.

"რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას, რაც გაუადვილებს ჩვენს ხალხს ევროპაში მყოფ ახლობლებთან ურთიერთობას, გაუადვილებს ჩვენს ახალგაზრდებს სასწავლებლად წასვლას, ჩვენს მეწარმეებს თვიანთი ბიზნესისა და პროდუქციის გატანას უცხოეთში და ამით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე ქართულ პროდუქტს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სახელმწიფოს მართვის ახალი სისტემა გვაძლევს შანსს, ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული ქვეყნების რიგში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა