ბიზნესმენ დავით კოდუას ოპერაცია საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, კოტე მუმლაძემ გუშინ, ოპერაციის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, კოდუას მდგომარეობა სტაბილურია და იგი შემდგომი მკურნალობისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, კოდუას სახეზე რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის ძვლის, რაზეც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
"მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, გრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა", - განაცხადა ექიმმა.
ასევე დაგაინტერესებთ: