ვალერი გელაშვილის კომენტარი დავით კოდუას ცემის ფაქტზე

ვალერი გელაშვილის კომენტარი დავით კოდუას ცემის ფაქტზე

"ვინც უნდა იყოს ნაცემი, ყველა ცოდოა. ადამიანების ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს," - ასე აფასებს დეპუტატი ვალერი გელაშვილი ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტს.

- როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება?.. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა! ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევას ისახავდეს მიზნად და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იყოს მიმართული. ვინც უნდა იყოს დამნაშავე თუ მსხვერპლი, ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გამოიძიოს. ამაზრზენია, რაც ხდება...

- ითქვა, რომ დავით კოდუა თქვენი შეკვეთით სცემეს...

- თუ ეს ჭორი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გავრცელებულია, ვეტყვი მათ, რომ ადამიანის ცემის შეკვეთა და შემკვეთებიც თავიანთ რიგებში მოიკითხონ... 9 წელიწადი ველოდებოდი ჩემი ცემის ფაქტის გამოძიებას. მე თავს ისე არ დავიმცირებ, რომ ვინმეზე შური ვიძიო. ეს არის ჩემი ძალა... შიგნით რა ხდება და რა ვერ გაიყვეს, ერთმანეთთან გაარკვიონ. მე თავი დამანებონ...

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია