ივანიშვილმა ჯერ ერთი პაჟი დაგვინიშნა, ახლა თავისი პონი უნდა, თბილისის მერად გაიყვანოს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი საპნის ბუშტივით გაქრა, თუმცა ვითარებას კულისებიდან მართავს.
"ამ ხელისუფლებას სხვა თავსატეხიც აქვს - მათი ქმედების ლეგიტიმურობის პრობლემა სულ უფრო გამწვავდება. ხალხმა აირჩია ივანიშვილი, რომელიც საპნის ბუშტივით გაქრა და ვითარებას კულისებიდან მართავს. გვყავს ხათრით არჩეული პრეზიდენტი და ვისი ხათრითაც აირჩიეს, იმასაც აღარ მოსწონს. პრემიერ-მინისტრია და - მხოლოდ ლანძღვა-გინებით ელაპარაკება საზოგადოებას და მედიასა და არასამთავრობო სექტორში აგენტებს ეძებს. არადა, ეს ის ადამიანია, რომელსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს. ივანიშვილმა ჯერ ერთი პაჟი დაგვინიშნა, ახლა თავისი პონი უნდა თბილისის მერად გაიყვანოს", - აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, ნარმანიასთვის პონის დაძახებაზე შეურაცხმყოფელი ის უფროა, რომ "სოლოლაკში ზოოპარკი გაქვს, ზვიგენები გყავს და ამ ზვიგენების ცხოვრება უფრო გადარდებს, ვიდრე მოსახლეობის ბედი".