ზაზა პაპუაშვილი: "თბილისელობაზე საუბარი ცოტა მეტ კვალიფიკაციასა და მგრძნობელობას ითხოვს"

ზაზა პაპუაშვილი: "თბილისელობაზე საუბარი ცოტა მეტ კვალიფიკაციასა და მგრძნობელობას ითხოვს"

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა, თბილისის მერად დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელება არასწორად მიიჩნია და განაცხადა:

"ნარმანიას პიროვნებას არ ვაკნინებ, მაგრამ მე თბილისზე ვლაპარაკობ. თუმცა, არჩევნები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მთავარია, ქართული საზოგადოება ვის აირჩევს. "ქართული ოცნების" მიერ თბილისის მერად დავით ნარმანიას კანდიდატურის წამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე მერია. მისი კანდიდატურა, ჩემი აზრით, არასწორად დასახელებული კანდიდატურაა. თვითონ თბილისი ძალიან სათუთი თემაა, ამიტომ ვფიქრობ, ქალაქი თავად ჩამოყალიბდება".

მიუხედავად ამისა, კოალიციურ მთავრობას აზრი არ შეუცვლია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში დაბადებული და თბილისში განათლება მიღებული დავით ნარმანია, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერის კანდიდატია.

"გურია ნიუსთან" რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ზაზა პაპუაშვილი აცხადებს: "სამწუხაროდ ჩემი ნათქვამი ბევრმა თქვენთაგანმაც კარგად ვერ გაიგო. (გულისხმობს ჟურნალისტებს. ავტ.) თუმცა, მე რამდენიმე სატელევიზიო გადაცემებში შესანიშნავად ავხსენი და ჩემი "ფეისბუქითაც" შევეხმიანე იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა "პლანში" უნდოდათ გადაეყვანათ ეს მდგომარეობა, თითქოს მე ვიღაცას ვიწუნებ წარმომავლობის მიხედვით. ეს დიდი შეცდომაა. მე ნარმანიასაც შევხვდი რამდენიმე დღის წინ".

- საუბარი თბილისელობაზე იყო?

- თბილისელობაზე საუბარი ცოტა მეტ კვალიფიკაციასა და მგრძნობელობას ითხოვს. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ, როცა ადამიანი ლაპარაკობს: მე ბათუმელი ვარ! მე ლანჩხუთელი ვარ! მე ქუთაისელი ვარ! არის რაღაც სპეციფიკა. შენი დამოკიდებულება, ემოციური კავშირი ამ ქალაქთან. მის ისტორიასთან. მის იდენტობასთან. ასე რომ, არავის არ ეკრძალება თბილისში ჩამოსვლა. არავის ეკრძალება თბილისში განათლების მიღება. არასოდეს მე ეს არ მითქვამს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა