გიორგი თარგამაძე ძროხების ბიზნესს იწყებს?

გიორგი თარგამაძე ძროხების ბიზნესს იწყებს?

მას შემდეგ, რაც გიორგი თარგამაძემ  "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა, რითიც მისი პოლიტიკური საქმიანობა დასრულდა, ახალ სფეროში გადაინაცვლა; "ქდმ"-ს ექს-ლიდერი ფერმერობას აპირებს, - იუწყება ქართული ბეჭდური მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თარგამაძე ახალი ბიზნესის წამოწყებამდე ჰოლანდიას სტუმრობდა. ვიზიტების ამსახველი ფოტო-მასალა მის Facebook გვერდზეც მოიპოვება. იქვეა ფოტოები, რომელშიც გიორგი თარგამაძე ჰოლანდიურ ძროხებთან ერთად პოზირებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ  თარგამაძე ჰოლანდიური ძროხების საქართველოში ჩამოყვანას აპირებს.

ფოტომასალის გავრცელების შემდეგ ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge თავად გიორგი თარგამაძეს დაუკავშირდა. როგორც გიორგი თარგამაძე ამბობს, "მეგობარს ეხმარება ერთ საერთაშორისო პროექტში" და სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ჰოლანდიაში. ამასთან, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე "მხოლოდ ლექციების კითხვით და სტუდენტებთან ურთიერთობით არის დაკავებული".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია