გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება გამართლებულია

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება გამართლებულია

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარით დაფინანსებას გამართლებულად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება, 20%-ისთვის კი ეს ინფორმაცია ცნობილი იყო.

ხოლო კითხვაზე - ამართლებთ თუ არა იმას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 25 მილიონ ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვამართლებ - 55%, არ ვამართლებ - 21%, არ ვიცი - 22%, უარი პასუხზე - 1%.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 75%-მა ასევე არ იცოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4,5 მილიონი ლარი, რომელიც ოთხ რელიგიურ კონფესიაზე (კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი) გადანაწილდება. გამოკითხულთა მხოლოდ 31% ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, 39% - არ ამართლებს, 28%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა