არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კატის ხორცის გასაღებას ახერხებდნენ.
ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული, საბჭოური შინშილა - გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ბოცვრის ამ ჯიშებს ამრავლებდნენ. ოფიციალური სტატისტიკით, 1975 წელს ჩვენს ქვეყანაში მებოცვრეობის 35 სანაშენე მეურნეობა და ფერმა არსებობდა. შემდეგ რაც მოხდა, ამის შეხსენება ზედმეტია. საწყენია, რომ მეცხოველეობის სხვა დარგებთან ერთად, მებოცვრეობა, ფაქტობრივად, დაიკარგა. დღეს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ბოცვრის ხორცზე მეტია, ვიდრე მიწოდება. საქართველოში მებოცვრეობის დიდი ფერმა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ძირითადად, მცირე მეურნეობებში ხდება მათი მოშენება.
bpn-ისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც ბოცვრის ხორცის ნაცვლად, დაუდგენელი ტიპის ხორცს აბარებენ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. ვინაიდან დაკლული ბოცვრისა და კატის აგებულება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კატის ხორცის გასაღებას ახერხებდნენ.
შეეცადა გაერკვია, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს შეესაბამებოდეს და რა მეთოდებს იყენებენ რესტორნები და სუპერმარკეტები კურდღლის ხორცის შესამოწმებლად.